• Ƀ/$

ეკონომიკის სამინისტროში ენერგოეფექტურობის შესაძლებლობებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

4 ივლისი 17:24 | ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროში სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგოეფექტურობის შესაძლებლობებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

„ნებაყოფლობითი შეთანხმებები სამრეწველო სექტორთან - ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში“, - ასეთი დასახელების სამუშაო შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელსაც სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ჩატარდა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროშიენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, ხოლო ენერგოეფექტურობა ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.


სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში, საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ქართული კომპანიების გამოწვევები, პრიორიტეტები დამოლოდინები ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით და სხვ.


აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ პირველი პროექტი მოიცავსნებაყოფლობით შეთანხმებებს, როგორც ერთ-ერთ ღონისძიებას/ქმედებას, რაც მრეწველობის სექტორმა უნდა განახორციელოს. ნებაყოფლობით შეთანხმებებს აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ.


 


სხვა სიახლეები