• Ƀ/$

საამიროებში ახალმა მზის ელექტროსადგურმა 1 კვტ/სთ-ს ფასი 2.42 ცენტამდე შეამცირა

6 ივლისი 15:05 | ტექნოლოგიები

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარმოუდგენელ სიმდიდრეს ნავთობის ექსპორტით მიაღწია, ამჟერად კი ინვესტიციების მზის ენერგიის წარმოებასი დებს.

სვეიჰანში გასულ თვეში ერთ-ერთი უდიდესი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დარულდა რომლის სიმძლავრეც 1.177 გიგავატს შეადგენს.  ეს არაა რეკორდული სიმძლავრე, ზოგიერთი ჩინური და ინდური სადგურის სიმძლავრე 1.4-1.5 გიგავატსაც აღემატება, მაგრამ თუ ჩინური ტენგერის მზის ელექტროსადგური 43 კვადრატულ კილომეტრს იკავებს, ინდური პავაგარდასი კი 53-ს, მათი არაბული ანალოგი მხოლოდ 8 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული. აღნისნული ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, ბევრ სახელმწიფოს რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრი თავისუფალი მიწის ნაკვეთი უბრალოდ არ გააჩნია.


სვეიჰანის სადგური მხოლოდ ეფექტიანობით არ გამოირჩევა, მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ღიღებულება 2.42 ცენტს (6.8 თეთრი) შეადგენს კილოვატზე რაც მზის ელექტროსადგურებისთვის სარეკორდოდ დაბალია და მეტიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში ყველა ტიპის ელექტროსადგურს შორის.


საამიროებს ელექტროსადგურის მშენებლობა $3.2 მლრდ დაუჯდა. აბუ-დაბის გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით განახლებადი ენერგიის წილი 2050 წლისთვის 50%-მდე უნდა გაიზარდოს, ნახშირორჟანგის გამოფრქვევა კი 70%-ით უნდა შემცირდეს.


მსგავს თემაზე:

ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება


აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება


უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მლნ ლარი გამოიყო


მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხანა გახსნა


საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური საგარეჯოში განთავსდება



სხვა სიახლეები