• Ƀ/$

ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ქუჩაზე მიმდინარეობს

4 ივლისი 19:41 | ეკონომიკა

ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან ერთად, პროცესს ადგილზე გაეცნო.

,,დღეს დავათვალიერეთ პრაქტიკულად უკვე დასრულებული ბულვარი, სანაპირო ზოლი. შეიმჩნევა ტურისტების მატება. მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი. ქობულეთში ასევე დავათვალიერეთ რამდენიმე ქუჩა, რომლებიც სრულად იქნება მოპირკეთებული და ინფრსატრუქტურული პროექტები უახლოეს პერიოდში დასრულდება“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 


კომპანიების წარმომადგენლები  ამჟამად, ერთდროულად 10  უბანში მუშაობენ. 15 ქუჩაზე წესრიგდება სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. ათივე უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება.  


დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას,  ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.


ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 900 მეტრი სიგრძის ჯებირს, მოეწყო სასეირნო ბილიკი და განახლდა გარე განათების სისტემა, დაიგო დეკორატიული ფილები, გაკეთდა ბორდიურები.


წელსვე დასრულდება სანაპირო ზოლზე 830 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციაც.


მსგავს თემაზე:

ქობულეთში $186 მლნ-იანი მწვანე ქალაქი აშენდება


საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზას რეაბილიტაცია უტარდება



სხვა სიახლეები