• Ƀ/$

სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა იზრდება

5 ივლისი 14:34 | ეკონომიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

სამუშაო  შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი უძღვებოდნენ.


სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით 2020 წელს 14 მილიონი ლარით გაიზრდება და 72 მილიონს მიაღწევს.


შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის, სპორტის ობიექტების, ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების და სასწრაფოების  შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა.


შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას და მიმდინარეობას.


მსგავს თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთს ტურიზმის განვითარებაში ჩეხები დაეხმარებიან


სვანეთში დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზი აღადგინეს



სხვა სიახლეები