• Ƀ/$

უცხოელი ტურისტები აეროპორტში ქართული ღვინით დასაჩუქრდებიან

5 ივლისი 15:19 | ეკონომიკა

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქართული ღვინით დასაჩუქრდებიან, აქცია საერთაშორისო აეროპორტების გზით შემოსულ ვიზიტორებს შეეხებათ. 

როგორც M2B-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციიდან აცნობეს კამპანია დაახლოებით 1.5 თვეში დაიწყება.


ტენდერი უკვე დასრულებულია, სააგენტო სულ 300 000 ბოთლ წითელ საფერავის ჯიშის მშრალ ღვინოს შეიძენს. შესყიდვის ღირებულება მილიონ ლარს შეადგენს.


როგორც ტურისტების რაოდენობა, ასევე ექსპორტირებული ღვინის მოცულობა წლიდან-წლამდე იზრდება. ამჟერად ორივე ინდუსტრია გარკევული რისკების წინაშე დგას და ეს რისკი რუსეთთანაა დაკავშირებული. პუტინის ბრძანებით 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები იკრძალება, მოსალოდნელია ღვინის ემბარგოც. თუმცა რისკები სხვადასხვა მოცულობისაა, თუ რუსი ტურისტების წილი 20%-ს შეადგენს და მათგან ნახევარზე მეტი საქართველოში საავტომობილო გზით ლარსიდან შემოდის, ღვინის ექსპორტი 62%-ით რუსეთზეა დამოკიდებული. ამავე დროს ეკონომიკური თვალსაზრისით კატასტროფად არც სრული ემბარგო შეიძლება ჩაითვალოს, ყველაზე მაღალი 12.3%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოს სწორედ რუსული ემბარგოს შემდეგ, 2007 წელს ჰქონდა.


მსგავს თემაზე:

ახალი რუსული ემბარგო - კოლაფსი თუ ისტორიული შანსი?


ემბარგოს მოსალოდნელი შედეგები - საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე 10.3%-ითაა დამოკიდებული


ტურისტების რაოდენობამ 6 თვეში 2.127 მლნ-მდე გაიზარდა


ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები