• Ƀ/$

სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გამართა

5 ივლისი 15:59 | ეკონომიკა

სოციალური მომსახურების სააგენტომ საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში”, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალი გამართა.

ფესტივალის მონაწილეებს 65-ზე მეტმა კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.


ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - გიორგი წოწკოლაური და თამილა ბარკალაია, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე ესწრებოდნენ.
დასაქმების ფესტივალში, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.



მსგავსი ღონისძიებები უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტიანი ინსტრუმენტია და მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს.


 


სხვა სიახლეები