• Ƀ/$

აჭარაში ჯანდაცვისა და ტურიზმის აქტუალურ საკითხებზე შეხვერდა გაიმართა

5 ივლისი 18:17 | ეკონომიკა

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სამუშაო შეხვედრისას თორნიკე რიჟვაძემ, დავით გაბაიძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმ ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის აქტუალური საკითხები განიხილეს.

„ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ წელს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი.  აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად იყოს   დაცული ჩვენი მოქალაქეების, ქართული ოჯახების ეკონომიკური ინტერესები“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა, რომ შვებულება საქართველოში გაატარონ. 
 
 

 
 


სხვა სიახლეები