• Ƀ/$

დღგ-ს გადახდის წესი ევროპულს დაუხალოცდება

5 ივლისი 18:35 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მოამზადა რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის  დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით შემუშავდა.

აღნიშნულის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გააჩნდა.


დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, საჯარო განხილვისთვის უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა www.mof.ge და   იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4602816?publication=0 ოფიციალურ ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. 


ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნოს სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: VATREFORM@MOF.GE


პარალელურად, უახლოეს პერიოდში, დაიწყება გამოქვეყნებული დოკუმენტის საჯარო განხილვა ბიზნესასოციაციებთან და ყველა დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფთან.


ფინანსთა სამინისტროს განცხადებით კანონის პროექტით ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას, რის გამოც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები სრულად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.


•     მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის;


•     შემუშავდება შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით;


•     მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს;


•      ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა, ევროკავშირში დაფუძნებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს;


•      შენარჩუნებულია  ყველა  არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც  ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს;


•      შედეგად, ასევე, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.


მსგავს თემაზე:

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების პროცესი ავტომატურ რეჟიმში გადავიდა



სხვა სიახლეები