• Ƀ/$

დიდ დიღომში არჩილ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

6 ივლისი 16:39 | ეკონომიკა

დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე ქსელი.

ამ ეტაპზე კი 10 000 კვ.მ. ფართობზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ადაპტირებული ტროტუარიც მოეწყობა.


გარდა ამისა, მოწესრიგდა საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მისასვლელი გზა.


 “მიმდინარე წელს დიდ დიღომში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, ამ დროისთვის შვიდ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. არჩილ მეფის ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ბევრ მონაკვეთზე გზა ჩაწეული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმ თვალსაზრისითაც, რომ აღნიშნული ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მალე ეს ქუჩა განახლებული და მაქსიმალურად მოწესრიგებული იქნება“,-განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ


სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 560 ლარია გამოყოფილი. პროექტს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ ცეკური“ ახორციელებს.


მსგავს თემაზე:

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა


ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ქუჩაზე მიმდინარეობს



სხვა სიახლეები