• Ƀ/$

საპენსიო საგენტოში საინვესტიციო საბჭოს წევრები წარადგინეს

8 ივლისი 15:04 | ეკონომიკა

საპენსიო საგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საინვესტიციო საბჭოს წევრები წარადგინა და საბჭოს სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა სააგენტოში დღეს გაიმართა. 

„შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, ეს იყო საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი და ერთხმად არჩეულ იქნა ოლივერ რუსსო, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ჟან ფედერიკ პოლსენი. ჩვენ სხვა საკითხებიც განვიხილეთ, საუბრაი იყო კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მოკლედ მომივიხილეთ. ასევე ვისაუბრეთ საინვესტიციო პოლიყიკის დოკუმენტის მონახაზზეც და იმ გეგმებზე, რითაც საინვესტიციო საბჭო იმუშავებს“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.


ოლივერ რუსსო  სხვადასხვა დროს საფრანგეთის ხაზინაში, BNP Paribas წამყვან საინვესტიციო ბანკში (11 წელი) ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, ასევე ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. გარდა ამისა, იგი ევროპის საპენსიო ფონდების საინვესტიციო მრჩეველთა კომიტეტის წევრია. 

რაც შეეხება ჟან ფედერიკ პოლსენს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრების მრჩეველი იყო.

საინვესტიციო საბჭო, ჯამში, 5 წევრითაა დაკომპლექტებული:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით); 
ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); 
ოლივიე რუსსო (5 წლის ვადით); 
ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); 
მაიკლ რიდლი 9 (5 წლის ვადით);

საინვესტიციო საბჭოს უფლებები და მოვალეობები ასეთია: 

საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; 

საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას; 

არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; 

ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა; 

საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; 

შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს); 

განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.


 


სხვა სიახლეები