6 ივლისს Chargé d’affaires ელიზაბეტ რუდმა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა 1500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს. ამერიკის ეროვნული ჰიმნი საელჩოს თანამშრომელმა, ქეიტ ნათმა შეასრულა, ხოლო საქართველოს ჰიმნი - ნატალია ბლოველტმა.
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნესასოციაციაა, რომელიც 200-ზე მეტ ქართულ და ამერიკულ კომპანიას აერთიანებს. AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნესგარემოსა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.