• Ƀ/$

დუმაში ქართული ღვინისა და წყლის იმპორტის აკრძალვაზე მსჯელობენ

8 ივლისი 19:23 | ეკონომიკა

სახელმწიფო დუმის დეპუტატები რუსეთში ქართული პროდუქტების იმპორტის აკრძალვას მასობრივად უჭერენ მხარს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „გაზეტა რუ“ იუწყება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ ქართველი ჟურნალისტის მიერ გამოთქმული შეურაცხყოფის ფონზე რუსეთში შესაძლოა ქართული ღვინო, ბორჯომი და სხვა პროდუქტები აიკრძალოს.


როგორ გადაწყდება რუსეთში ქართული იმპორტის ბედი და შეიზღუდება თუ არა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები, ეს ჯერჯერობით უცნობია.


ქართული ღვინისთვის რუსეთი კვლავ #1 საექსპორტო ბაზრად რჩება. 2018 წელს ექსპორტზე გავიდა სულ 86.2 მლნ ბოთლი ღვინო, აქედან რუსეთში 53.6 მლნ ბოთლი, რაც 62.2%-ს შეადგენს.


2019 წლის პირველ 6 თვეში ჯამურმა ექსპორტმა 40.5 მლნ ბოთლი შეადგინა, აქედან რუსეთში 25.6 მლნ ბოთლი.


მიუხედავად რუსეთის დომინანტობისა, ზრდის ტემპი სხვა ქვეყნებში გაცილებით მაღალია. ჩინეთში ის 19%-ს აღწევს, აშშ-ში 88%-ს, რუსეთში კი მხოლოდ 6%-ს.


სხვა სიახლეები