• Ƀ/$

გაზიფიცირების მაჩვენებელი 85%-მდე გაიზრდება

9 ივლისი 17:20 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გურიაში იმყოფებოდა, სადაც გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას აღნიშნულ სექტორში გასახორციელებელი სამომავლო პროექტები გააცნო. 

„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. გურიაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის,  6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს. მათ შორის ისეთი დასახლებებია, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა. ჩვენ ამ რეალობას ძირეულად შევცვლით,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გურიაში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას.


მინისტრმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.  აღნიშნულ სოფლებს გაზი აქამდე არ მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში აშენდება 38 542 გრძივი მეტრი გაზსადენი და  503 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები მიმდინარე წლის, ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1.39 მლნ ლარს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

2023 წლამდე დამატებით 217 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება


ლილოს ნაგავსაყრელზე ნარჩენებისგან ბიოგაზის მიღების პროექტს ბელგიური კომპანია მოამზადებს



სხვა სიახლეები