• Ƀ/$

ნავთობის ფასები სტაბილურად იზრდება

10 ივლისი 12:05, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ნავთობის ფასები აზიის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად იზრდება. 

 


ამავდროულად, ბაზარზე ყურადღება გამახვილებულია ოპეკისა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოების ყოველთვიურ ანგარიშებზე, რომლებიც ამ კვირაში გამოქვეყნდება.


ლონდონის ICE საფონდო ბირჟაზე Brent  ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსის ფასი $ 0.65-ით (1.01% -ით)  ბარელზე $64.81- მდე გაიზარდა. სამშაბათს მისი ფასი $ 0.05-თ (0.08%), ბარელზე $64.16- მდე განისაზღვრა.


აგვისტოში ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ელექტრონული ვაჭრობის დროს (NYMEX)  WTI ფიქსაციაზე დილას ფასი $0.8 (1.38%-ით) - ბარელზე $58.63-მდე გაიზარდა.


წინა სესიის შედეგად, ნავთობის ფასი $0,17-ით (0.29% -ით) გაიზარდა და დღეს ბარელზე $57.83 შეადგინა.


 


სხვა სიახლეები