• Ƀ/$

საქართველოს საავიაციო ბაზარზე “Uzbekistan Airways” შემოდის

10 ივლისი 11:51 | ეკონომიკა

საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას უზბეკეთის რესპუბლიკის ავიაკომპანია „Uzbekistan Airways“ იწყებს. 

ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019 წლის 16 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. რეგულარული რეისები Airbus A320, Boeing B757, B767 და B787 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 8 ივლისს მიენიჭა.


„Uzbekistan Airways“-ი 1992 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანია დღეისათვის ორმოცზე მეტი მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ინდოეთსა და იაპონიაში.


მსგავს თემაზე:

პეკინის ახალი $12.9 მლრდ-იანი აეროპორტი სექტემბერში გაიხსნება


Georgian Airways ერევნის მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის


6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.49 მლნ-ს მიაღწია


ავიაკომპანია „AtlasGlobal” თბილისის მიმართულებით ფრენებს აახლებს



სხვა სიახლეები