• Ƀ/$

ლარის კურსი 2.85-ს ჩამოსცდა

10 ივლისი 16:20 | ფინანსები

გუშინდელი რეკორდული გაუფასურების შემდეგ დღეს 10 ივლისს ლარი მკვეთრად გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარი 2.8475 ლარად ივაჭრება.

9 ივლისს ლარი რეკორდულად 3.1%-ით გაუფასურდა და 2.93-ს გადასცდა, ეროვნულის კურსი კი 2.9096-ს შეადგენდა.


ლარი მეორე კვარტალში 2 ეტაპად გაუფასურდა, თავიდან მაისში, როდესაც 30 დღეში დოლარის ღირებულება 10 თეთრით 2.7023-დან 2.8029-მდე გაიზარდა და შემდეგ უკვე ივნისში, როდესაც მცირეხნიანი გამყარების შემდეგ 2 კვირაში კურსი 2.7342-დან 2.8791-მდე გაუფასურდა. 9 ივლისის ვარდნა რიგით მესამე იყო, თუმცა ის მხოლოდ 1 დღიანი აღმნოჩნდა.


სხვა სიახლეები