• Ƀ/$

ქობულეთის სანაპირო ზოლის განახლებაზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა

10 ივლისი 18:32 | ეკონომიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად,  დღეს ქობულეთის განახლებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა. 

,,ქობულეთში დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და უკვე ახალი ბულვარი გვაქვს მიმდინარე სეზონისთვის. მომავალ წელს იქნება ძალიან ბევრი სიახლე, როგორც ნაპირგამაგრების, ისე   თანამედროვე ინფრასტრუქტურის კუთხით “, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


ქობულეთის სანაპირო ზოლის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.  აქედან, 2 მილიონ ლარზე მეტი მსოფლიო ბანკის, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაა.


პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ  მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება უზრუნველყოფილი მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.


ქობულეთში უკვე დასრულდა ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.


მსგავს თემაზე:

ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ქუჩაზე მიმდინარეობს


ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოები დეკემბერში დასრულდება



სხვა სიახლეები