• Ƀ/$

ნავთობი მკვეთრად ძვირდება

11 ივლისი 10:14 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე მკვეთრად იზრდება, აშშ–ის მარაგების შესახებ გავრცელებული მონაცემებისა და მექსიკის ყურეში ქარიშხლის ფონზე, წერს MarketWatch.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასმა მაისის შემდეგ პირველად გადალახა $60–იანი ზღვარი და 7 თვის მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, ფასის ზრდა ზედიზედ 5 სესიის განმავლობაში ფიქსირდება, რაც თებერვლის შემდეგ არ მომხდარა.


Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე ამ დროისთვის 0,31%–ით არის გაზრდილი და ბარელი $67,22 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI აგვისტოს ფიუჩერსები 0,41%–ით არის გაძვირებული და ბარელი $60,68 ნიშნულზე ივაჭრება.


სხვა სიახლეები