• Ƀ/$

მამუკა ბახტაძე - საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის

11 ივლისი 10:56 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მუხტის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებში ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გარდა, ახალი არხები უნდა მოისინჯოს ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ასოცირებისთვის და სამომავლო ურთიერთობის ფორმების განსაზღვრისთვის.


“საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მსგავს თემაზე:

დონალდ ტუსკი : საქართველოს გაწევრიანება დღის წესრიგში რჩება


გემთმფლობელებს მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ



სხვა სიახლეები