• Ƀ/$

პარლამენტის სპიკერი ევროპისგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერის საჭიროებას ხედავს

11 ივლისი 13:09 | ეკონომიკა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას სჭირდება თქვენგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა.

ამ სიტყვებით მიმართა თალაკვაძემ ბათუმში "ამოსავლეთ პარტნიორობის" საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს.


"როგორც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წარმომადგენელი, მოგმართავთ ხალხის გზავნილით - დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას სჭირდება თქვენგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. დემოკრატია ძლიერი ეკონომიკისგარეშე მდგრადი ვერ იქნება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ ბრძოლას თავისუფლების, პროგრესის დადემოკრატიისთვის, ასევე, მოაქვს კეთილდღეობა და ცხოვრებისღირსეული პირობები”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნებისფართომასშტაბიანი სტრუქტურული ტრანსფორმაციის ფონზე, ევროკავშირის მიდგომა ანალოგიურად, სტრატეგიული,გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს ერთადერთი გზააევროკავშირისთვის, ქართველი ხალხისთვის დარჩეს ენერგიისა და ინსპირაციის წყაროდ.


„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენ უნდაავაშენოთ ძლიერი ეკონომიკა, რათა უზრუნველვყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, დასაქმება და ინფრასტრუქტურა.მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის რწმენა, რომ თავისუფლებისთვის, პროგრესისა დადემოკრატიისთვის ბრძოლას კეთილდღეობა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტი მოაქვს“, - განაცხადა პარლამენტისთავმჯდომარემ.


ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10–წლიან იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.


საქართველოში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები შეიკრიბნენ.


საქართველოში იყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.


კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.


საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.


ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს სქართველოს მთავრობა გამორჩეული იქნება როგორც უპრეცედენტო მასშტაბით, მონაწილეთა დონითა და რაოდენობით, ასევე - შინაარსით


მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობას“, იმსჯელებენ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საფინანსო შეთანხმებებს.


კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.


ასევე ცალკეულ შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის, ჩეხეთის, სერბეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.


მსგავს თემაზე:

მამუკა ბახტაძე - საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის


პრემიერ–მინისტრი: საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად



სხვა სიახლეები