• Ƀ/$

ნათია თურნავა - ევროკავშირი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც მეტად დივერსიფიცირების საშუალებას გვაძლევს

11 ივლისი 15:22 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის შესახებ კომენტირებისას ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა.

„აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დღეს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ., რომლის ფარგლებშიც საუბარიმიმდინარეობს საერთო ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთო პროექტებზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.


ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა სულ სხვაა, ვიდრე ის ხუთი წლის წინიყო, როცა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს.


ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების დაჩატარებული რეფორმების წყალობით.


„საკმარისია ითქვას, რომ დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც ყველაზე სწრაფად იზრდება, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები. ასევე თუ ავიღებთ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ევროპიდან, რაცბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა, მათი თითქმის ნახევარი ბოლო ხუთ წელიწადში განხორციელდა, ანუ მას შემდეგ, რაცევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები იქნა გაფორმებული. აქედან გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომჩვენ ამ მიმართულებით რაიმეს ვაკლებთ, პირიქით - ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს ბაზარი წარმოადგენს მესამედზემეტს ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა, რომ ფორუმის ფარგლებში საუბარი შეეხება არამხოლოდ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, არამედ ევროკავშირთანუფრო მაღალი ხარისხის ჩართულობასა და ინტეგრაციას. მისი ინფორმაციით, ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიცსრულ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირთან, ასევე ენერგეტიკის სექტორში ახალ რეფორმებს - ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკასა დაეკონომიკაზე გადასვლას, და ხარისხის ახალ სისტემებს და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რომელთა დანერგვის პროცესიც მიმდინარეობს.


სხვა სიახლეები