• Ƀ/$

საფრანგეთმა ტექნოლოგიურ გიგანტებს ახალი გადასახადი დაუწესა

11 ივლისი 15:55 | ტექნოლოგიები

საფრანგეთმა შეერთბული შტატების უკმაყოფილების მიუხედავად ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ახალი გადასასახადი დაამტკიცა. 

ვაშინგტონის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აღნიშნული გადასახადი გაყიდვების 3% ძირითადად ამერიკულ კომპანიებს შეეხებათ, ისეთებს როგორებოცაა: Facebook, Google და Amazon.


პარიზის მტკიცებით უსამართლობაა, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიები, საფრანგეთში ოპერირებით მსხვილ მოგებას ნახულობენ, გადასახადებს კი ძალიან ცოტას იხდიან.


საკანონმდებლო ცვლილება ხუთშაბათს 11 ივლისს საფრაგეთის სენატმა დაამტკიცა. ის შეეხება ყველა ციფრულ კომპანიას რომლის გლობალური წლიური შემოსავალი €750 მლნ-ს აღემატება, საიდანაც €25 მლნ ან მეტი საფრანგეთში გენერირდება. ეს თანხა კი არც თუ ისე ბევრია და მასზე 2 ნულით მეტი შემოსავალი ბევრ კომპანიას გააჩნია, რომელთაგანაც უმეტესობა ამერიკულია.


ახალი გადასახადი 2020 წლიდან უნდა ამომქმედდეს.


 


მსგავს თემაზე:

Huawei–ს WhatsApp და Instagram დაუბლოკეს


Microsoft-ის კაპიტალიზაციამ $1 ტრლნ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები