• Ƀ/$

ნათია თურნავა: ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები

11 ივლისი 16:28 | ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე  ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებზე ისაუბრა. 

„ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ის სფერო, რომელშიც გაუმჯობესება გვაქვს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ვახდენთ ჩვენიეკონომიკის ხელახალ ფორმირებას, გარკვეული რეფორმების გატარებას, რათა გადავიდეთ მწვანე ეკონომიკურ მოდელზე - მწვანე ბაზრის ეტაპზე. აქტიურად ვეხმარებით განახლებადი ენერგიის წარმოებას, ენერგოეფექტურობის კუთხით ვახორციელებთ სრულიად ახალ პრინციპებსსაქართველოში, ვამზადებთ ევროკავშირის დახმარებით კონკრეტულ პროგრამას, კანონმდებლობას და კანონქვემდებარე აქტებს, რათა დავეხმაროთბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე გააკეთა.


მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობა წარმოადგენს ერთგვარ გამოწვევას, თუმცა ამავდროულად, ეს არის ახალი შესაძლებლობები ევროპული ბიზნესებისთვის.


„2020 წლისთვის ვახორციელებთ ენერგოეფექტურობის სტანდარტს სამშენებლო ინდუსტრიულ მრეწველობაში, რომელიცსაჭიროებს დამატებით ცოდნას, დამატებით ინვესტიციებს ევროპული მხრიდან და სწორედ ამიტომ მსურს მივმართო ევროპულ კომპანიებს, გამოიყენონ დახმარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ნათია თურნავას თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, აწარმოოს ელექტრომანქანები ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, რაც მოითხოვსდამატებით ინფრასტრუქტურას. „ყველა ეს სფერო, ერთი მხრივ, უკავშირდება იმ ვალდებულებას, რომელიც ჩვენ ავიღეთ ასოცირებისხელშეკრულების ხელმოწერის, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. რასაკვირველია, ეს გახლავთახალი შესაძლებლობები, ახალი პროექტები ევროპელი ბიზნესპარტნიორებისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ შეიქმნას ერთობლივი საწარმოებიადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


 


 


სხვა სიახლეები