• Ƀ/$

ამერიკული ბირჟები ისტორიულ მაქსიმუმზეა

12 ივლისი 10:34 | ფინანსები

ამერიკულმა ბირჟის ინდექსებმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. როგოც Dow Jones ასევე Nasdaq და S&P 500 ისტორიულ მაქსიმუმზეა.

Dow Jones-ის ინდექსი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას ასახავს. პირველად მისი მაჩვენებელი 27 000-ს გადასცდა და 27 088-ს მიაღწია.


Nasdaq რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს 8200-ზეა. Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $985 მლრდ-ს შეადგენს და $1 ტრლნ-იან ზღვარს თავიდან უახლოვდება, Apple-ის ფასი $930 მლრდ-ა, ხოლო Microsoft-ის უკვე $1.06 ტრლნ.


3000-იანი ზღვარი გადალახა S&P 500-მაც.


ბირჟების წინა რეკორდი გასული წლის 3 ოქტომბერს დაფიქსირდა.


რეკორდული ზრდა ცხადია უყურადღებოდ არც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დაუტოვებია და წარმატება სოციალურ ქსელებში აღნიშნა.


ბირჟის ინდექსების გარდა აშშ-ში ეკონომიკური სიტუაცი სხვა მიმართულებითაც დადებითია. უმუშევრობის მაჩვენებელი 3.7%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ბოლო 50 წელიწადში. მშპ პირველ კვარტალში 3.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე საკმაოდ მაღალია პირველი კვარტალისთვის. 2018 წლის იანვრიდან შემცირებული გადასახადების ეფექტი ჯერ კიდე დადებითად მუშაობს.


მსგავს თემაზე:

შეერთებული შტატები საქართველოს 105 მილიონ დოლარს გამოუყოფს


შეერთებულ შტატებში დასაქმების ბუმია



სხვა სიახლეები