• Ƀ/$

ტურისტული კომპანიები ტენდენციის გამოსავლენად ივლის-აგვისტოს მონაცემებს დააკვირდებიან

12 ივლისი 13:13 | ეკონომიკა

ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ ოპერაციების მენეჯერის ნინო სამხარაძის განცხადებით ივნისში შემოსული ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, რაც ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება. 

„ივლისის თვე უფრო რეალურ სურათს გვანახებს რა გავლენა აქვს რუსულ ბაზარს ქართულ ტურიზმზე.


რაც შეეხება დანარჩენ ბაზრებს , იმატა კითხვებმა უსაფრთხოების შესახებ მაგრამ მიმდინარე მოვლენების გამო ჯავშების გაუქმების შემთხვევა ჯერ არ ყოფილა“ აღნიშნა  ნინო სამხარაძემ.


კიდევ ერთი ტურისტული სააგენტოს „რედიქს თრეველის“ მენეჯერის მარიამ ქურჩიაშვლის განცხადებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ტურიზმზე გავლენა იქონია თუმცა ტენდენციის გამოსავლენად ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო ორი თვე იქნება.


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით საქართველოს მიმართულებით ფრენები 8 ივლისიდან აიკრძალა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ტურისტების უმრავლესობა საქართველოში სახმელეთო გზით ლარსიდან შემოდის და იმის გათვალისწინებით რომ სხვა ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადი მუდმივად იზრდება მოსალოდნელია, რომ 2019 წელს ტურისტების რაოდენობა 2018 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს, თუმცა ზრდის ტემპი შემცირდება.


სხვა სიახლეები