• Ƀ/$

ვარკეთილში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

12 ივლისი 16:31 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერია ვარკეთილში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას განახორციელებს

ცენტრი ვარკეთილის III მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან აშენდება.


საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის სპორტული დარბაზები, ტანვარჯიშის დარბაზი, სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, ძიუდოს, კარატეს, ჭიდაობის და კრივის სექციები, ტრენაჟორების სივრცე და ფიტნეს დარბაზი, ორი საცურაო აუზი, საუნა, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, ბოულინგი და სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის.


პროექტის განსახორციელებლად წინადადებების მიღება 27 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 904 772 ლარია.


სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 610 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან სამი წელია.


მსგავს თემაზე:

ვარკეთილში „ხრუშჩოვკებს“ ახალი შენობებით ჩაანაცვლებენ


ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა


გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა



სხვა სიახლეები