• Ƀ/$

საქართველოს პირველ არხს, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა შეუტიეს

12 ივლისი 16:43 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge ერთ-ერთ რუსულ პროვაიდერზე დარეგისტრირებული IP​ მისამართიდან კიბერშეტევის მცდელობა აღიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალურ ვებგვერდზე 16:25 საათზე აქვეყნებს.


ვებპორტალზე ბოლო 20-30 წუთის განმავლობაში ანომალიური დატვირთვა ფიქსირდებოდა.


როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, გამოვლინდა ერთი IP​ მისამართი, საიდანაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა საიტის სკანირება ან ერთი კონკრეტული მისამართიდან შეტევის მცდელობა.


საეჭვო მისამართი ამ დროისთვის დაბლოკილია.


სხვა სიახლეები