• Ƀ/$

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე 16 სახიდე გადასასვლელი განთავსდება

15 ივლისი 10:46 | ეკონომიკა

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობა აქტიურად  მიმდინარეობს, მონაკვეთზე არსებული პრობლემები, რომელიც ჯდენებს უკავშირდებოდა, უმეტესწილად აღმოფხვრილია და უკვე დაგებულია 16  კმ. გზა. 

მიმდინარე სამუშოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.


სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.


პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.


სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.


პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.


მსგავს თემაზე:

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები