• Ƀ/$

იანვარ-ივნისში ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა

15 ივლისი 11:33 | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $5 968.3 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6%-ით ნაკლებია.

 


აქედან, ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარი (4.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5% შეადგინა.


ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და
სალდოს მდგომარეობას 2014-2019 წლებში.


 



მსგავს თემაზე:

საქონლის ექსპორტი წლიურად 12%-ით არის გაზრდილი



სხვა სიახლეები