• Ƀ/$

მექსიკის ყურეში შტორმი არ ცხრება – ნავთობი ძვირდება

15 ივლისი 16:23 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი კვლავ პლუსშია მას შემდეგ, რაც მექსიკის ყურეში, ტროპიკული შტორმის „ბარი“ გამო, ნავთობმოპოვება ნაწილობრივ შეფერხდა.

Brent-ის მარკის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე0,52%–ით გაიზარდა და ბარელი $67,07 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, აგვისტოში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,43%–ით გაძვირდა და ბარელი $60,47–ად ივაჭრება.


Bloomberg-ის ცნობით, უამინდობის გამო მექსიკის ყურეში ნავთობმომპოვებელი სიმძლავრეების დაახლოებით 73% შეჩერებულია.


სხვა სიახლეები