• Ƀ/$

საარსებო მინიმუმი შემცირდა

15 ივლისი 16:29 | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა მაისთან შედარებით.

შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი მაისში 190.1 ლარი იყო. ივნისში ეს მაჩვენებელი 2 ლარით შემცირდა და 188.1 ლარი შეადგინა.


ამავე დროს, „საქსტატის“ მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 1.80 ლარით შემცირდა და 166.6 ლარი შეადგინა.


საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 168.4 ლარით განისაზღვრა.


რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივნისის თვეში მაისთან შედარებით შემცირებულია და ერთსულიანი ოჯახისთვის 166.6 ლარი, ორსულიანი ოჯახისთვის 266.5 ლარი, სამსულიანისთვის - 299.8 ლარი, ოთხსულიანისთვის- 333,1 ლარი, ხუთსულიანი ოჯახისთვის-374.8 ლარი და 6 ან მეტსულიანი ოჯახისთვსის 443.1 ლარი შეადგინა.


სხვა სიახლეები