• Ƀ/$

საპენსიო დანაზოგები გაიყინა

15 ივლისი 18:18 | ეკონომიკა

რუსეთის მთავრობამ საპენსიო დანაზოგების ფორმირებაზე მორატორიუმი 2022 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" შრომის სამინისტროს მასალებზე დაყრდნობით იუწყება.

საპენსიო ფონდის ბიუჯეტის ძირითადი მახასიათებლების მასალებში აღნიშნულია, რომ 2020 წელს და დაგეგმილ 2021-2022 წლის მთელ პერიოდში შემოსავლების ნაწილის ჩამოყალიბებაზე მორატორიუმი გავრცელდება.


საპენსიო დანაზოგები 2014 წელს გაიყინა და ეს პროცესი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 2018 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მორატორიუმი 2021 წლამდე გააგრძელა.


გაყინვის პერიოდში რუსების სადაზღვეო თანხები საპენსიო ფონდის მიზნებისკენ იქნება მიმართული. ადრე, მოქალაქეებს შეეძლოთ დამოუკიდებლად განეკარგათ ეს ფული: გაეკეთებინათ დანაზოგი ან გამოეყენებინათ დაზღვევისთვის.


სხვა სიახლეები