• Ƀ/$

რიკოთზე ხევი-უბისის მონაკვეთის მშენებლობის მოზამზადებელი სამუშაოები გრძელდება

15 ივლისი 18:12 | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილეები, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მშენებელი კომპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group“  -ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ხევი-უბისას პროეექტის დეტალები და სამშენებლოს სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი განიხილეს. კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“  -ის წარმომადგენლებმა სამშენებლოს სამუშაოებზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და აღნიშნეს რომ ყველაფერს გააკეთებენ პროექტის წარმატებით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასასრულებლად. ამასთანავე ხაზი გაუსვეს, რომ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.


ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები,  სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.


პროექტი, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.


ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.


პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.


მსგავს თემაზე:

ხევი-უბისას მონაკვეთზე 35 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება


ADB ხევი-უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობას 255 მილიონი ევროთი დააფინანსებს


ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები