• Ƀ/$

ქუთაისის შემოვილითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრლდება

16 ივლისი 14:51 | ეკონომიკა

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, - სარეკონსტრუქციო სამუშაოები მამუკა ბახტაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერა. 

ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.


ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს.


„გზის ეს მონაკვეთები საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ძალიან კარგია, რომ მშენებლობა ვადების დაცვით მიმდინარეობს და 2020 წლის მეორე ნახევარში როგორც ქუთაისის, ისე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთების დიდი ნაწილი დასრულებული იქნება. ეს მანძილს ძალიან შეამცირებს და მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. უკვე მზადდება ტენდერები დარჩენილ მონაკვეთებზე და 2020 წლისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი სრულად მშენებლობის რეჟიმში გადავა. ამასთან ერთად, იგეგმება სხვა გაუთვალისწინებელი პროექტების დაწყებაც და ეს გარკვეული ჩამორჩენების აღმოფხვრის საშუალებასაც მოგვცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრმა დღესვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე „ვისოლ ჯგუფის“ ახლად გახსნილი დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი დაათვალიერა.


27 068 კვ.მ.-ზე განთავსებულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული. „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი შვილობილი კომპანიების ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, წიგნების მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალებს მოიცავს.


მსგავს თემაზე:

ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ


ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა მთავრდება


გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა


ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები