• Ƀ/$

მკვეთრი ვარდნის შემდეგ ნავთობი პლუსში წავიდა

17 ივლისი 09:59 | ეკონომიკა

Brent-ის მარკის ნავთობი ოთხშაბათს პლუსშის, ამერიკული WTI მერყეობს გუშინდელ სესიაზე 3%–იანი ვარდნის შემდეგ. სამშაბათის გაიაფება აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებით გააკეთა.

Brent-ის მარკის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,12%–ით არის გაზრდილი და ბარელი $64,47 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, აგვისტოში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამ დროისთვის 0,05%–ით არის შემცირებული და ბარელი $57,59 ღირს.


სხვა სიახლეები