• Ƀ/$

სომხეთი ახალი ატომური ელსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებას რუსეთთან აწარმოებს

17 ივლისი 10:57 | ეკონომიკა

სომხეთის ვიცე–პრემიერის ტიგრან ავინიანის განცხადებით, სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის შესახებ ავინიანმა რუსულ სააგენტო „ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.


სომხეთის ვიცე–პრემიერი ამჟამად ნიუ–იორკში იმყოფება, სადაც გაეროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს.


„ჩვენი ენერგოსისტემა სამ ღერძზეა აგებული – ატომური ენერგეტიკა, თერმული ენერგეტიკა და ჰიდროენერგეტიკა. ამ სამი წყაროდან თითქმის თანაბარი მოცულობის ენერგიას გამოვიმუშავებთ. ჩვენ არ გვინდა უარის თქმა ატომურ ენერგეტიკაზე“, – თქვა ავინიანმა.


„ჩვენ განვიხილავთ ახალი სადგურის მშენებლობის საკითხს, რომელიც მეცამორის ატომური ელექტროსადგურია დახურვის შემდეგ უნდა აიგოს“, – თქვა სომხეთის ვიცე–პრემიერმა.


„მზად ვართ ამ თემის რუს პარტნიორებთან განსახილველად. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“, – აღნიშნა ავინიანმა.


სომხეთის ატომური ელექტროსადგური ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში და ის ერევნიდან დასავლეთით, 30 კმ–ის მანძილზეა განლაგებული. ატომური სადგური ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა. ამ დროისათვის სადგურის მხოლოდ მეორე ბლოკი მუშაობს 407,5 მვტ სიმძლავრით. ახალი სადგურის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება $5 მლრდ–ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

ექსპერტის მტკიცებით, სომხეთის ატომური ელექტროსადგური სასწრაფოდ დასახურია


რუსეთი სომხეთის ატომური ელსადგურის „გაახალგაზრდავებას“ გეგმავს



სხვა სიახლეები