• Ƀ/$

სახელმწიფო პროგრამით ქრონიკული დაავადებების 35 დასახელების მედიკამენტია შესყიდული

17 ივლისი 15:53 | ეკონომიკა

ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია „ქრონიკული დაავდებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა"-ის დეტალებს განმარტავს.

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ პრემიერმა პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობა არასწორად დაასახელა.


„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტექნიკური დეტალის დაზუსტება გვიწევს და გაურკვეველ კომენტართან გვაქვს საქმე. პროგრამის ფარგლებში ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტია შესყიდული და მიეწოდება ბენეფიციარებს. რამდენიმე მედიკამენტი გვაქვს განსხვავებული დოზირებებით შესყიდული, 2 ან 3 სხვადასხვა დოზის სახით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობა მუდმივად მზარდია. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 60 500-ზე მეტი ბენეფიციარი, რომლებიც სარგებლობენ ამ პროგრამით. უახლესი ცვლილება ემსახურება ხელმისაწვდომობის გაზრდას საპენსიო ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც მედიკამენტებს იღებდნენ 50%-იანი ფასდაკლებით. ცვლილების საფუძველზე სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ისინი მედიკამენტებს 1 ლარად მიიღებენ. ეს კიდევ უფრო გაზრდის ბენეფიციართა ჩართულობას პროგრამაში“ ,- განაცხადა ეკატერინე ადამიამ.


სხვა სიახლეები