• Ƀ/$

ტრამპმა თურქეთისთვის F35-ების გადაცემა საბოლოოდ დაბლოკა

17 ივლისი 16:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაშინგტონმა ანკარასთვის მე-5 თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლების F35-ების მიყიდვა საბოლოოდ აკრძალა. ეს პირველი ნაბიჯია თურქეთის ქმედების საპასუხოდ, რომელმაც რუსული საზენეტო-სარაკეტო კომპლექსები S400-ები შეიძინა. 

აკრძალვას ერთდროულად სასანქციო ფუნქციაც გააჩნია და პრევენციის ზომასაც ატარებს. პენტაგონში შიშობენ, რომ S400-ები მეშვეობით, კრემლი F35-ების ელექტრონიკაზე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება.


ტრამპის განცხადებით ერდოღანმა უპასუხისმგებლო ქმედებით ნატო-თურქეთის 67 წლიან ერთობლივ ისტორიას და უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობას ბზარი გაუჩინა.


თურქეთი არათუ ვეღარ მიიღებს ახალ გამანადგურებლებს, მათი ნაწილების წარმოებასაც ვეღარ შეძლებს, რაც თავის მხრივ ეკონომიკაზე იქონიებს უარყოფით გავლენას. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა თურქეთის რეიტინგი უკვე შეამცირა „BB“-დან „BB-“ -მდე, უარყოფითი მოლოდინით.


თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა განსაკუთრებით 3 წლის წინ არშემდგარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიძაბა. ერდოღანის მიერ ფეთხულა გიულენის ექსტრადირების მოთხოვნა, მოთხოვნად დარჩა. სამაგიეროდ მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ერდოღანმა პირადად პუტინს მოუხადა ბოდიში ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო, მაშინ როცა რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მასთან კომუნიკაციის დამყარების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.


მსგავს თემაზე:

აშშ-რუსული წყალქვეშა ომი – ორი ქვეყნის სუბმარინების შეტაკება ამერიკის წყლებში


შეერთებულ შტატებში დასაქმების ბუმია


ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა


Fitch-მა თურქეთის რეიტინგი შეამცირა



სხვა სიახლეები