• Ƀ/$

ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის ზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

17 ივლისი 17:53 | ეკონომიკა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზის ნაწილია. ამ დროისთვის, საექსკავაციო სამუშაოები, გრუნტის მოჭრა და კლდოვანი გრუნტის წინასწარ გაფხვიერება მიმდინარეობს.


პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოს შუა და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო.


პროექტის ღირებულება 33.6 მლნ ლარია.


მსგავს თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ქუთაისის შემოვილითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრლდება



სხვა სიახლეები