• Ƀ/$

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

17 ივლისი 22:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაკეში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების პროცესში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება, რასთან დაკავშირებითაც GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"ხვალ, საღამოს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ქუჩა N221-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითსამუშაოებს განახორციელებს.


აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 18 ივლისს 22:00 სთ-დან 19 ივლისის, 08:00 საათამდე, წყალმომარაგება  შეეზღუდება:


ვაკე-საბურთალოს რაიონში:


პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის Iმრ/რ-ის ნაწილს; ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს;  ვაჟა-ფშაველას V კვარტლის ნაწილს;


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინებისსახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge"


სხვა სიახლეები