• Ƀ/$

ზუგდიდში 9 ქუჩაზე სარეაბილიტაცვიო სამუშაოები მიმდინარეობს

19 ივლისი 10:28 | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით,  ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თამარ მეფის 2.3 კმ-იან ქუჩაზე რომლის ღირებულება 5.37 მლნ ლარია და კონსტანტინე გამსახურდიას 2.4 კმ-იან ქუჩაზე - პროექტის ღირებულება 4.74 მლნ ლარია. ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. აღნიშნული ქუჩები მჭიდროდ დასახლებულია და ქალაქ ზუგდიდის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს.


მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.


ქალაქ ზუგდიდში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს,  დამატებით რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი: 2019 წელსვე დაიწყება ქალაქ ზუგდიდის თაბუკაშვილის ქუჩის 1.5 კმ-იანი მონაკვეთის,  ჯანაშიას და ხელაიას ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთის, ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1.5 კმ-იანი მონაკვეთის, ლაზის ქუჩის 2 კმ-იანი მონაკვეთის, ჩიქობავას ქუჩის 1.65 კმ-იანი მონაკვეთის, ბარამიას  ქუჩის 1.25 კმ-იანი მონაკვეთის და ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.


ჯამში, ქ. ზუგდიდის 9 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები  15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 48.1 მლნ ლარია. ასევე ,მიმდიანრეობს1 ნაპირსამაგრი და 3 სტიქიის პრევენციის პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 3,4 მლნ. ლარია. 5 პროექტზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს რომელთა ჯამური ღირებულება 27.6 მლნ ლარია, ხოლო 19 პროექტზე, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება 45.9 მლნ. ლარია წლის განმავლობაში  ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.


2019 წლის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 4 პროექტი დასრულდა, მათი ჯამური ღირებულება 17.5 მლნ. ლარს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ზუგდიდში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბლიტაციაზე 179 მილიონი დაიხარჯება



სხვა სიახლეები