• Ƀ/$

სპარსეთის ყურეში ირანული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ნავთობი ძვირდება

19 ივლისი 10:45 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი პლუსში გადავიდა დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმად აშშ–ის სამხედრო ხომალდმა ორმუზის სრუტეში მასთან მიახლოებული ირანული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, სექტემბერში მიწოდების პირობით, დღეს დილით ლონდონის ბირჟაზე 1,98%–ით გაიზარდა და ბარელზე $63,1–ს შეადგენს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამ დროისთვის 1,45%–ით არის გაზრდილი და ბარელი $56,1 ნიშნულზე ივაჭრება.


სხვა სიახლეები