• Ƀ/$

ექსპორტის 26%-ზე მეტი რუსეთსა და აზერბაიჯანზე ნაწილდება

19 ივლისი 15:50 | ეკონომიკა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივნისში $5.968 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ითაა შემცირებული.

6 თვეში ექსპორტი 11.5%-ით $1.775 მლრდპმდე გაიზარდა, იმპორტი კი 4.9%-ით $4.193 მლრდ-მდე შემცირდა. 40.5%-მდე შემცირდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მოცულობაც. რაც შეეხება რეექსპორტს ის მცირედით 0.8%-ით $1.124 მლრდ-მდე გაიზარდა. თვეების მიხედვით თუ თებერვალ-აპრილში ექსპორტი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდებოდა ივნისში ის მართალია უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც 0.2%-ით შემცირდა.


2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 426.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 084.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.9 პროცენტი შეადგინა.


2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 916.2 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 27.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 116.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (15.6 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.6 პროცენტია.


ქვეყნების მიხედვით #1 სავაჭრო პარტნიორად რუსეთი რჩება, უფრო მეტიც მან კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია. თუ გასული წლის პირველ 6 თვეში ექსპორტის მოცულობა რუსეთში $204 მლნ-ს შეადგენდა, წელს ის $261 მლნ-მდეა გაზრდილი. ამ პერიოდში რუსული ბაზრის წილი 12.8%-დან 14.7%-მდეა გაზრდილი.


რუსეთს $211მლნ-ით აზერბაიჯანი, $149 მლნ-ით კი ბულგარეთი მოსდევს. 22%-ით $121 მლნ-მდეა შემცირებული ექსპორტი თურქეთში, ჩინეთში კი 39%-ით $53 მლნ-მდე.


იმპორტიორ ქვეყნებში პირველი ადგილი $722 მლნ-ით ისევ თურქეთს უკავია, მეორეზე ჩინეთია $430 მლნ-ით, ხოლო მესამეზე $416 მლნ-ით რუსეთი.


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთი და კორეა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ


ემბარგოს მოსალოდნელი შედეგები - საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე 10.3%-ითაა დამოკიდებული


ატმის ექსპორტმა 6000 ტონას მიაღწია



სხვა სიახლეები