• Ƀ/$

მაშველებმა აშშ-ის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

20 ივლისი 22:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მაშველებმა ომალოში დაშავებული აშშ-ის 4 მოქალაქე გადაარჩინეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაშავებული ტურისტების შესახებ.

დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მათ შორის, ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი."


მსგავს თემაზე:

მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი, ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს


მაშველებმა ალპურ ზონაში ჩარჩენილი 2 ადამიანი გადაარჩინეს



სხვა სიახლეები