• Ƀ/$

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა ნავთობს ზრდისკენ უბიძგებს

22 ივლისი 10:20 | ეკონომიკა

ორმუზის სრუტეში ბრიტანულ ტანკერზე მომხდარი ინციდენტის გამო ორშაბათის სავაჭრო სესია ნავთობმა ფასის ზრდით დაიწყო.

Brent-ის მარკის ნავთობის სექტებმრის ფიუჩერსები 1,2%–ით გაიზარდა და ბარელზე $63,22–ს შეადგენს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, აგვისტოში მიწოდების პირობით, 0,72%–ით არის გაზრდილი და ბარელი $56,03 ღირს.


ნავთობის ფასზე გავლენის საკვანძო ფაქტორს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობაა. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სამხედრო საზღვაო ძალებმა 19 ივლისს ირანის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული ტანკერი Stena Impero დააკავეს. ინვესტორები შიშობენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს რეგიონიდან ბაზრებზე ნავთობის მიწოდებაზე.


სხვა სიახლეები