• Ƀ/$

მგზავრთა გადაყვანიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა

22 ივლისი 14:08 | ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის  6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანიდან მიღებული  შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მაგისტრალური გადაყვანებით მიღებული შემოსავალი 20%-ით, საერთაშორისო გადაყვანებით მიღებული შემოსავალი კი 51%-ით გაიზარდა.


2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი  მგზავრების რაოდენობა 1.277 მლნ-ს შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.


მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება.


ცვლილებების შემდეგ სამგზავრო ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი და მგზავრს საშულება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში.


მსგავს თემაზე:

მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე


შანხაი პეკინს 600 კმ/სთ სიჩქარის მატარებლით დაუკავშირდება


ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია


რკინიგზაზე წყალბადზე მომუშავე პირველი მატარებელი გამოჩნდა



სხვა სიახლეები