• Ƀ/$

თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობა დღეს შევა

23 ივლისი 12:39 | ეკონომიკა

ახალი მატარებლით პირველი სარკინიგზო სატვირთო შემადგენლობა თურქეთიდან საქართველოში დღეს, 23 ივლისს შევა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ახალი რეისის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც 16:00 საათზე გაიმართება, კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე მიიღებს მონაწილეობას.


5–ვაგონიანი შემადგენლობა ერზრუმის ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალს გაივლის.


ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშეენდა. მაგისტრალის ტვირთგამტარობა საწყის ეტაპზე წელიწადში 6,5 მლნ ტონას შეადგენს, ასევე ყოველწლიურად მილიონამდე მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთბრუნვის ხანგრძლივობას ჩინეთსა და ევროპას შორის.


მსგავს თემაზე:

თურქმენეთი ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ჩასართველად ემზადება


ბაქო–თბილისი–ყარსის სამგზავრო მატარებელი ტესტირებას საქართველოში გადის



სხვა სიახლეები