• Ƀ/$

აშშ ჰორმუზის სრუტის პატრულირებისთვის საერთშორისო კოალიციას ქმნის

23 ივლისი 12:46 | ეკონომიკა

აშშ, ჰორმუზის სრუტეში გამავალი ტანკერების დაცვისა და გაცილების უზრუნველსაყოფად  საერთაშორისო კოალიციას ქმნის. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

პომპეოს თქმით, პატრულირების მიზანია ღიად შენარჩუნდეს რეგიონის სავაჭრო გზები. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკას ირანთან ომი არ სურს.


„ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ მათ შეწყივოტნ ტერორისტული საქმიანობა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.


მანამდე ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აუცილებელია შესაბამისი კოალიციის შექმნა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით აშშ რიგ ქვეყნებთან მართავს მოლაპარაკებებს.


თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობამ მას შემდეგ მოიმატა, რაც ირანის ხელისუფლებამ ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა. ეს აშშ-ის მიე, ზემოთ ხსენებული ბირთვული შეთანხმების ცალმხრივად დატოვებამ გამოიწვია, რადგან ისინი ირანულ მხარეს ბირთვული იარაღის წარმოებაში ადანაშაულებდნენ. ამის კვალდაკვალ ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სანქცია განაახლა.


ზემოხსენებულის შემდეგ ირანის სანაპიროებთან სიტუაცია გართულდა. აშშ-მა და საუდის არაბეთმა თეირანი, ომანისა და სპარსეთის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ტანკერებზე მიტანილმა იერიშებზე მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი გაზარდა.


სხვა სიახლეები