• Ƀ/$

ტრამპის ადმინისტრაცია აზერბაიჯანს ფინანსურ დახმარებას მკვეთრად უზრდის

23 ივლისი 18:11 | ანალიტიკა

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის, სომხეთის კვლევების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა სათაურით: „აშშ-მ აზერბაიჯანისთვის 2018-2019 წლებში $100 მლნ. გამოყო უსაფრთხოების სფეროს დასახმარებლად“. 

დოკუმენტში მოცემულია ოფიციალური მონაცემები ბოლო ორი ფისკალური წლის განმავლობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ოდენობის შესახებ, რომელიც ნათლად აჩვენებს, ვაშინგტონის მიერ ბაქოსთვის გადაცემული თანხების მკვეთრ მომატებას.


ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაქომ $15 მლნ. გახარჯა, საკუთარი ლობისტების უზრუნველსაყოფად და სანაცვლოდ დიდი ოდენობის მოგება მიიღო: ტრამპის ადმინისტრაცია, აზერბაიჯანის უსაფრთხოების საკითხებისთვის ფულად დახმარებას ზრდის.


ეს დახმარება წარმოადგენს აშშ-ის სტრატეგიის ნაწილს, გააფართოვოს ზეწოლა ირანზე და ორიენტირება მოახდინოს აზერბაიჯანულ-ირანულ საზღვარზე, რასაც ასევე პირდაპირი გავლენა აქვს სომხეთზეც.


იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი, ერევანთან შედარებით, ბაქოს უფრო მეტ სამხედრო დახმარებას უწევდა, ეს სხვაობა კიდევ უფრო შესამჩნევი გასულ წელს გახდა, როდესაც სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა.


ანგარიშის მიხედვით, ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა აღნიშნული სომხეთის მიერ, რუსეთის სამხედრო მისიის შემადგენლობაში, სირიის მიმართულებით გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას.


დოკუმენტის მიხედვით, ამერიკული დახმარება გაეზარდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს - 2018 წელს $90 მლნ-დან 2019 წელს $116 მლნ-მდე.


წინა წლის დეკემბერში, სასაზღვრო სამსახურმა თავის თავზე აიღო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები, სომხურ-აზერბაიჯანული სასაზღვრო ზოლის დაცვის სფეროში, რამაც შეხების ხაზზე დამატებითი ძალების გამოთავისუფლებას შეუწყო ხელი.


ანგარიში ავტორის, ამერიკაში მოღვაწე სომეხი ანალიტიკოსის, ემილ სანამიანის თქმით, აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის დახმარების ზრდა, ვაშინგტონის ირანთან არსებულ პოლიტიკას უკავშირდება. ამერიკა ცდილობს ჩართოს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ანტიირანულ კოალიციაში და დახმარებაც სწორედ ამ კონტექსტში აღიქმება.


რაც შეეხება სომხეთს, ერევანთან მიმართებაში არ არსებობს დადებითად გაჯერებული დინამიკა, თუმცა დემოკრატიული პარტიის წევრები, წარმომადგენელთა პალატაში ცდილობენ შეიტანონ კორექტივები მიმდინარე სიტუაციაში.


რუსი სამხედრო მიმომხილველის, პაველ ფელგენგაუერის თქმით, მკვეთრი ფინანსური ზრდით აშშ ცდილობს თავის მხარეს გადაიყვანოს აზერბაიჯანი, ირანთან კონფლიქტის საკითხებში.


„ირანულ-ამერიკული ურთიერთობები მკვეთრად უარესდება. ამიტომ აზერბაიჯანი ვაშინგტონის ფოკუსის ქვეშ არის მოქცეული, ხოლო სომხეთი არა. სომხეთი განიხილება როგორც თეირანის მოკავშირე.“


„მაგრამ ეს ფული ბაქოს, ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად არ ეძლევა. უბრალოდ აზერბაიჯანი აშშ-სთვის ზოგადად მნიშვნელოვანი ხდება. ამერიკელები პირდაპირ სამხედრო დახმარებას არ ზრდიან. თუმცა ხორციელდება აზერბაიჯანის სამხედრო დაზვერვის ტექნიკური გაუმჯობესება, ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე დასაკვირვებლად. პრინციპში, აშშ-ის შეუძლია ბაქოს ორმაგი დანიშნულების პროდუქციით უზრუნველყოფა. გადაცემული ფინანსების უმეტესობა სამართალდამცავ მოქმედებებს მოხმარდება.“


$15 მლნ. არის საკმაოდ დიდი თანხა, მაგრამ არა ვაშინგტონის სახელისუფლებო კორიდორებში ლობიზმის საზომებით. აქ არ იგულისხმება ქრთამი, არამედ ოფიციალური, დაშვებული საქმიანობა. ლობიზმით დაკავებულია ძალიან ბევრი სახელმწიფო, რომელსაც ამერიკასთან რაიმე ტიპის კავშირები სურს, მათ შორის შეხვედრების, პუბლიკაციების ორგანიზება, საკუთარი აზრის ხელშეწყობა კონგრესში ან მთავრობაში და ა.შ.“, - განაცხადა ფელგენგაუერმა.


„სომხური ლობი ამერიკაში ძველებურად ძალიან ძლიერია, მაგრამ ამის მიუხედავად აშშ კვლავ აგრძელებს აზერბაიჯანთან თანამშრომლობას“ - დაამატა ექსპერტმა.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანულმა გაზმა ევროპის საზღვრამდე მიაღწია


ტრამპმა თურქეთისთვის F35-ების გადაცემა საბოლოოდ დაბლოკა


აზერბაიჯანელი ექსპერტის მოსაზრება დავით-გარეჯის თაობაზე



სხვა სიახლეები