• Ƀ/$

უმდიდრესი ქვეყნები - $20.5 ტრლნ-ით აშშ პირველობას არ თმობს

27 ივლისი 11:49 | ეკონომიკა

მსოფლიო სიმდიდრე არასდროს ყოფილა სახელმწიფოებზე თანაბრად გადანაწილებული. როგორც წესი ეკონომიკური ლიდერობა პოლიტიკურ ლიდერობასაც ნიშნავდა ასე იყო ძველი რომის დროს და ასეა ახლაც. 

შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთს პირველობა 1880 წელს დაათმობინა. სტატუსი კი მსოფლიო ომიშ შემდეგ განიმტკიცა. ამერიკა დიდი დეპრესიის დროს გაცილებით დიდი ეკონომიკური ვარდნა ნახა ვიდრე ორივე მსოფლიო ომში ერთად. აშშ პირველი კოსმოსის შესწავლა-ათვისებაში, მას ჰყავს ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი, ყველაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი. მის მიერ თავდაცვაზე დახარჯული თანხები აღემატება მომდევნო 10 სახელმწიფოს ჯამურ დანახარჯს. ყველაზე შემოსავლიანი, ყველაზე ინოვაციური ტრანსნაციონალური კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკულია. მისი პოლიტიკური გავლენა იგრძნობა მთელს მსოფლიოში როგორც მოკავშირეებში ასევე მოწინააღმდეგეებში. 28 წლის წინ ვაშინგტონმა მოსკოვზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მაშინ სსრკ დაიშალა. ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი სწორედ ეკონომიკური პირველობაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით აშშ-ის ეკონომიკა $20.5 ტრლნ-ს შეადგენს და ერთადერთ პოტენციურ კონკურენტს - ჩინეთს $6.9 ტრლნ-ით უსწრებს, თუმცა სხვაობა ნელ-ნელა მცირდება.



1978 წელს, მაო ძედუნის მმართველობის დასასრულს, ტერიტორიით საქართველოზე ატარა ნიდერლანდების ეკონომიკა ჩინეთისას 4%-ით აღემატებოდა. 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით კი ჩინეთს აფრიკის ისეთი სახელმწიფოები უსწრებდნენ როგორებიცაა: რუანდა, მალი, სიერა-ლეონე, ლესოთო, სუდანი, ზიმბამბვე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა... ჩინეთზე უკეთ ცხოვრობდნენ ასევე ბანგლადეშში, პაკისტანში, ნიკარაგუაში და ჰონდურასში. ყველაფერი ხელისუფლებაში დენ სიაო პინის მოსვლის შემდეგ შეიცვალა, ახლმა მმართველმა კერძო საკუთრება დააკანონა, ჩინეთმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაიწყო და უკვე 40 წელია რეცესია აღარ უნახავს, თუმცა ზრდის ტემპი ერთნიშნაზე ჩამოვიდა. 2015 წელს მან მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით შეერთებულ შტატებს გაუსწრო, მაგრამ მიმდინარე ფასებში ჯერ კიდევ დიდი ჩამორჩენაა. კითხვაზე თუ როდის გადაინაცვლებს აღმოსავლეთ დრაკონი პირველ ადგილზე ზუსტი პასუხი არ არსებობს და ვერც იარსებებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ სახელდებოდა თარიღი -2025 წელი, თუმცა დღეს უკვე ნათელია, რომ ეს არარეალურია. ამერიკაში ეკონომიკის ბუმია, ჩინეთმა ზრდა შეანელა დაგასწრების თარიღმა 20-იანი წლების მიწურულს ან 30-იანი წლების დასაწყისში გადაინაცვლა. როდესაც ეს მოხდება ჩინეთი უკვე აღარ იქნება მოსახლეობით პირველ ადგილზე. 2024-2025 წლებში ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფო ინდოეთი გახდება. მართალია ჩინეთის ამბიციები და გავლენები სულ უფრო იზრდება, მაგრამ აშშ-ის სრულყოფილად ჩანაცვლებამდე ჯერ კიდევ ადრეა.



იაპონია მესამე ადილს იკავებს და ამ სტატუს ჯერჯერობით არავინ ემუქრება. ამომავალი მზის ქვეყნის ეკონომიკა $4.97 ტრლნ-ს შეადგენს. ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბის ჩამოგდების, კურილიის კუნძულების მიტაცების შემდეგ, რესურსებით ღარიბმა სეისმურად აქტიურ ზონაში მყოფმა იაპონიამ შეუძლებელი შეძლო, მან გაასწრო ყველას აშშ-ის გარდა, იქამდე სანამ 2010 წელს ჩინეთი არ ჩასწევდა 1 ადგილით უკან.



გერმანია $3.99 ტრლნ-ით დღემდე რჩება ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად. ამავე კონტინენტიდან მას პირველობის დაკარგვის საფრთხე არ ელის. უახლოესი კონკურენტის, ბრიტანეთის ეკონომიკას მასზე $1.1 რლნ-ით ნაკლებია და ისიც ნელა იზრდება. გერმანიას თუ ვინმე წაართმევს მეოთხე ადგილს ეს $2.73 ტრლნ-იანი ინდოეთია, რომელიც 7%-იან ზრდის ტემპს არ აგდებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია 1939-1945 წლებში გერმანიისა და იაპონიის ეკონომიკა უფრო ნაკლებით შემცირდა, ვიდრე საქართველოსი 1991-2014 წლებში და ვენესუელის 2014-2018 წლებში.



მდიდარი ქვეყნების ათეულში ასევე არიან: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, იტალია, ბრაზილია და კანადა. რუსეთი მე-11 ადილს იკავებს და აშშ-ის 12.4-ჯერ ჩამორჩება, მის გარდა კიდევ 5 ტრილიონერია: კორეა, ავსტრალია, ესპანეთი, მექსიკა და ინდონეზია.


ქვეყნის ჯამური სიმდიდრე მოსახლეობის კეთილდღეობას არ აღნიშნავს. ინდოეთში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია, მიზეზთა გამო იგივე ინდოეთი, ბრაზილია და ინდონეზია ადამიანური განვითარების ინდექსის მხრივ საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.


მსგავს თემაზე:

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონიას საკუთარი ავიამზიდი ეყოლება


ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემიდან 22 წელი გავიდა


გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმირებაში დაეხმარება


აშშ–თურქეთის „სანქციების ომი“ მწვავდება



სხვა სიახლეები